გიორგი გახარიამ აჭარაში პარტიის პირველი ოფისი გახსნა

14.06.21 15:14
გიორგი გახარიამ აჭარაში პარტიის პირველი ოფისი გახსნა

 ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ ბათუმში პარტიის პირველი ოფისი გახსნა. გახარიასთან ერთად აჭარაში  პარტია ,,საქართველოსთვის"  ყველა ლიდერი იმყოფებოდა.  მათ შორის.  არიან დეპუტატებიც. რეგიონული ოფისის გახსნაზე ,,ოცნების" წასულ პრემიერთან ერთად იყო აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, კონსტანტინე ანანიაშვილი.

პრეზენტაციაზე დამწრეების უმრავლესობა ,,ქართული ოცნების" ყოფილი წევრები და მხარდამჭერები იყნენ, მათ შორის საკრებულო ყოფილი და მოქმედი დეპუტატები, ასევე ბათუმის ყოფილი მერი, ჯემალ ანანიძე.

ახალი ოფისის გახსნაზე გახარიამ განაცხადა, რომ პრემიერის რანგში ბევრი რამ ქვეყანაში ვერ გააკეთა, მაგრამ ეს მოტივაციას აძლევს, რომ მომავალში აღნიშნული პრობლემები გადაჭრას.

ნებისმიერ საკითხი, მათ შორის, ბათუმის, აჭარის პარტიული ცხოვრების მიმართულებით, იქნება კოლეგიალურად მიღებული, აქ იქნება ბორდი, რომელიც ჩართული იქნება აჭარის საკითხის გადაწყვეტაში. 

ბევრი რამ გაკეთდა და ამაში მონაწილეობა მიღებული მაქვს, ბევრი რამ ვერ გაკეთდა და ეს არის ის პასუხისმგებლობა, რის გამოც ჩვენ აქ ვდგევართ. - აღნიშნა ახალი ოფისის გახსნაზე გიორგი გახარიამ. 

ბათუმის პარტიის შტაბი ,,საქართველოსთვის" უკვე რიგით მერეა, პირველი ოფისი კი თბილისში გაიხსნა.

მსგავსი სიახლეები