პუტინის ყველაზე მეგობარი ფულს ქართულ ბანკებში ინახავდა - სანქცირებული უსმანოვი "ლიბერთი ბანკს" უჩივის
პუტინის ყველაზე ახლო მეგობარი დიდ ფულს ქართულ ბანკებში ინახავდა. იმ დროს, როდესაც საქართველო, რუსი ოკუპანტების მოკლულ აგვისტოს ომის მონაწილეს გლოვობს, ქვეყანაში ახალი სკანდალი გასკდა.
ირკვევა, რომ ჩვენი ქვეყანა პუტინის მეგობარი ოლიგარქის ფულის სამალავიც ყოფილა. საქმე ეხება ალიშერ უსმანოვს - რუსეთის უმდიდრესი ადამიანს, რომელიც "ლიბერთი ბანკს" უჩივის, რომ მილიონობით ევრო გაუყინა. ჩნდება კითხვა, თუ რუსი ოლიგარქების მაფიის ნათლიმამას საქართველოში ინტერესები არ ჰქონდა, მაშინ რისთვის სჭირდებოდა ფული ქართულ ბანკებში?ფაქტია, რომ რეჟიმის სპონსორებს, რომელიც ქართველებს კლავს, ხელისუფლება სასათბურე პირობებს უქმნის.