პრეზიდენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა
პრეზიდენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა. პირველი საკითხი, რაზეც ისაუბრეს, კირბალში ოკუპანტების მხრიდან განხორციელებულ სისასტიკეს უკავშირდებოდა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის ქმედებები არ იცვლება და ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის ევროპა და ევროპული მომავალი, ასეთ რთულ ვითარებაში.
ევროპას უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა, ვიკრიბებით ხვალ, რომ საზოგადოების ყველა წევრმა საკუთარი ნება გამოხატოს”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ევროკომისიის ხვალინდელი დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რომელსაც დეკემბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ.
არ შეიძლება საქართველოს უარი ეთქვას სტატუსზე, რადგან ყოველდღიურად ასეთ რთულ ვითარებაში უწევს ქართველ ხალხს ცხოვრება.