"ლელო" პრეზიდენტის დაანონსებულ შეკრებას დაესწრება
"ლელო" პრეზიდენტის დაანონსებულ შეკრებას დაესწრება - ირაკლი კუპრაძის თქმით, "ლელო" იქნება წარმოდგენილი ყველგან, სადაც ევროპის და ევროინტეგრაციის სწორი შინაარსობრივი მოთხოვნები ჩანს.
სალომე ზურაბიშვილის დაანონსებული ფორმატი სძენს ნეიტრალურობას ამ პროცესს და "ლელო" იქნება წარმოდგენილი ყველგან, სადაც ევროპის და ევროინტეგრაციის სწორი შინაარსობრივი მოთხოვნები ჩანს. აქტიურობა საზოგადოების, პრეზიდენტის ინსტიტუტის თუ პოლიტიკური პარტიების მხრიდან იქნება მნიშვნელოვანი, თუ რაიმე შესაძლებლობა არსებობს, რომ კიდევ გავლენა მოვახდინოთ გადაწყვეტილებაზე". - განაცხადა კუპრაძემ.
სალომე ზურაბიშვილი მოქმედებაზე გადავიდა - პრეზიდენტი რომელსაც უცხოეთში ვიზიტები აუკრძალეს, ხვალ დიდ შეკრებას აანონსებს.
პრეზიდენტის ინიციატივით, მოქალაქეების შეკრების შემდეგ, დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, რომელიც ევროკავშირში ქართველი ხალხის სახელით გაიგზავნება. ეს აქცია კი დასავლელი პოლიტიკოსებისთვის იქნება გზავნილი რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა.