ლოგიკური იქნება, რომ დათქმა უკავშირდებოდეს 2024 წლის არჩევნებს - ნატალია საბანაძე

07.11.23 16:24
ლოგიკური იქნება, რომ დათქმა უკავშირდებოდეს 2024 წლის არჩევნებს - ნატალია საბანაძე

"ლოგიკური იქნება, რომ დათქმა უკავშირდებოდეს 2024 წლის არჩევნებს," - ეს განცხადება 
საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა (Senior Research Fellow) ელჩმა ნატალია საბანაძემ "დღის ამბებთან" გააკეთა.

როგორც ნატალია საბანაძე ამბობს, მაშინ, როდესაც 12 პუნქტს შორის ერთ-ერთი დეპოლარიზაციაა, საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული გზით ჩატარება, ამ კრიტერიუმის შესრულების შესაძლებლობას აჩენს.

იქნება დათქმები აუცილებლად და ყველაზე საინტერესო ამ დასკვნიდან ეს იქნება, რა ახალ და ძველ პირობებს წამოაყენებს იმისთვის, რომ ქვეყანა შემდგომ ეტაპზე გადავიდეს. წინააღმდეგობრივი იქნება იქიდან გამომდინარეც, რომ თავად ევროკავშირიც საკმაოდ რთულ პროცესშია, ეს არ არის ადვილი, ეს არის ყველაზე რთული გაფართოება, რომელსაც ის შეეჭიდა.
მაქვს იმის შიში, რომ იმისთვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, არა მხოლოდ ევროკავშირის კომისიის, საბჭოს და ევროპარლამენტის თანხმობაა საჭირო, არამედ წევრი სახელმწიფოების თანხმობაც, ამიტომ ეს მომენტუმი, რომელიც ახლა არსებობს, მხარდაჭერის მუხტი არსებობს ძირითადად უკრაინის მიმართ და ჩვენც ამ მუხტის ქვეშ შეიძლება მოვყვეთ, ეს განუსაზღვრელი დროით არ გაიწელება და ალბათ ამას აქვს მნიშვნელობა, რომ ეს მომენტუმი გამოვიყენოთ. არსებული გამოცდილებიდან საშუალოდ 9 წელი უნდება ქვეყანა, იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებიდან გაწევრიანებამდე მთელი ეს პროცედურები დაასრულოს," - ამბობს საბანაძე.