კატეგორიულად მოვითხოვთ, ჩვენმა ხელისუფლებამ მკვლელების გადმოცემა მოითხოვოს - ხაზარაძე

07.11.23 17:34
კატეგორიულად მოვითხოვთ, ჩვენმა ხელისუფლებამ მკვლელების გადმოცემა მოითხოვოს - ხაზარაძე

პარტია "ლელო" თამაზ გინტურის მკვლელობაში ბრალდებულის იდენტიფიცირებას და მისი ქართული მხარისთვის  გადმოცემას ითხოვს. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ აგვისტოს ომის მონაწილის მკვლელობაში ბრალდებულები საქართველოში უნდა გასამართლდნენ. "ლელოს" ლიდერი მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და ამბობს, რომ რუსეთში ქმედებები "ოცნების" პოლიტიკის შედეგია.

ეს არის ფაქტი, რომელიც მოჰყვა იმ რუსულ პოლიტიკას, რომელსაც უკვე 12 წელია ჩვენს ქვეყანაში ახორციელებს. ეს არის მთავრობა, რომელიც ემსახურება რუსულ ხელისუფლებას და არანაირი მექანიზმი არ გააჩნია იმისათვის, რომ დაიცვას ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. დღევანდელი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ არათუ ვერ იცავს ჩვენს მოქალაქეებს, არამედ იმის უნარიც არ აქვს, რომ გამოიძიოს ან დაისაჯოს დამნაშავეები, ამიტომ ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოითხოვოს მკვლელების გადმოცემა, ეს არის ნორმალური და ეს არის ყველა ცივილური და თავმოყვარე სახელმწიფოს პოზიცია, რომ უნდა გადმოეცეს დამნაშავეები საქართველოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაისაჯონ მკვლელები. ჩვენ გვახსოვს ოთხოზორია მკვლელობა. მისი მკვლელები დღესაც დადიან თავისუფლებაზე, ამიტომ თუ ასე გაგრძელდა, მთლიანად რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე არაფერი დარჩება". - განაცხადა ხაზარაძემ.