ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის - პრეზიდენტის პასუხი ვოლსკის

07.11.23 17:41
ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის - პრეზიდენტის პასუხი ვოლსკის

„ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ! და ამას კაცობა რომ არ ქვია ეს კი ყველას გვესმის“, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გია ვოლსკის განცხადებას.

სალომე ზურაბიშვილმა "ოცნების" დეპუტატს სოციალური ქსელიდან უპასუხა.

გია ვოლსკიმ დღეს თქვა, რომ პრეზიდენტი თამაზ გინტურის სიკვდილით გახარებულია და ღირსება არ ჰყოფნის, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, თვალთმაქცური და ყალბი განცხადებები არ აკეთოს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები