ისრაელი გმობს რუსეთის ძალების მიერ კირბალთან თამაზ გინტურის მკვლელობას - ისრაელის საელჩო

07.11.23 18:06
ისრაელი გმობს რუსეთის ძალების მიერ კირბალთან თამაზ გინტურის მკვლელობას - ისრაელის საელჩო

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას საქართველოში ისრაელის საელჩო გმობს.

განცხადებას ისრაელის საელჩო საქართველოში ავრცელებს და მოკლულის ოჯახს უსამძიმრებს.

ისრაელი გმობს რუსეთის ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას და მოუწოდებს დაკავებული მოქალაქის, ლევან დოთიაშვილი გათავისუფლებისკენ.
ღრმა მწუხარებით ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს.
ისრაელი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას," - წერს ისრაელის საელჩო.