კრემლში ამტკიცებენ, რომ კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე ინფორმაცია არ აქვთ

07.11.23 19:06
კრემლში ამტკიცებენ,  რომ კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე ინფორმაცია არ აქვთ

კრემლში ამტკიცებენ, რომ  სოფელ კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ, საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე ინფორმაცია არ აქვთ.

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი საკითხზე მოკლე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ "არ არსებობს ინფორმაცია". 

„არა, მე არ მაქვს ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს ინფორმაცია“, - განუცხადა კრემლის სპიკერმა ჟურნალისტებს.

თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 13 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეს მკვლელობაში ცხრა რუსი ოკუპანტი მონაწილეობდა. 

ოკუპანტების სამიზნე გახდა ლევან დოთიაშვილიც, საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე გატაცებულია. ოჯახი დახმარებას ითხოვს, მათთვის უცნობია, როგორია გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.