არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები! - აქცია პარლამენტთან

07.11.23 19:20
არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები! - აქცია პარლამენტთან

 

 

არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები! -  პარლამენტთან ამ წუთებში მდუმარე აქცია მიმდინარეობს. აქციის მიზანია, შეკრებილებმა გააპროტესტონ ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა და უკანონო გატაცება.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რუსმა საოკუპაციო ძალებმა სოფელ კირბალთან საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, ერთი კი გაიტაცეს.

აქციის ორგანიზატორი პარტია "ლელოა". შეკრებილების გადაწყვეტილებით, აქციაზე არ იქნება მიკროფონი და სიტყვით გამოსვლები.

თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 13 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეს მკვლელობაში ცხრა რუსი ოკუპანტი მონაწილეობდა. 

ოკუპანტების სამიზნე გახდა ლევან დოთიაშვილიც, საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე გატაცებულია. ოჯახი დახმარებას ითხოვს, მათთვის უცნობია, როგორია გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.