პრეზიდენტს გინტურის სიკვდილი გაუხარდა - ვოლსკის სკანდალურმა განცხადებამ "ოცნების" მესიჯბოქს აჯობა
საქართველოს პრეზიდენტს თამაზ გინტურის სიკვდილი გაუხარდა. გია ვოლსკის განცხადება, რომელმაც დღეს ყველა ზღვარი გადალახა. "ამას არც კაცობა და არც პოლიტიკოსობა აღარ ჰქვია", - უპასუხა ვოლსკის ზურაბიშვილმა. "ოცნების" დეპუტატის გამაოგნებელი განცხადება დღევანდელი სერიის ბოლო აკორდი იყო. ხელისუფლება ვერანაირი პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს და ისრებს ისევ წინა მთავრობისკენ მიმართავს.
არცერთს, არც ერთხელ უხსენებია პუტინი. იყო მხოლოდ შაბლონური განცხადებები ოკუპაციაზე და ბევრი ლანძღვა "ნაციონალური მოძრაობის" - დაიწყო კალაძემ და გააგრძელეს სხვებმა. გადაბრალების პოლიტიკას დღეს მთელი სახელისუფლებო მანქანა წინასწარ დაწერილი მესიჯბოქსით აწარმოებდა. ვერავინ გაბედა ერთხელ მაინც ეთქვა, რომ ერთადერთი დამნაშავე რუსი დიქტატორია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს კლავს, საქართველოს ხელისუფლება კი მასთან ურთიერთობას სულ უფრო აღრმავებს.
გადაბრალების პოლიტიკა - ხატია სამხარაძის სპეციალური რეპორტაჟი