ოკუპანტების პირისპირ მიტოვებული საქართველოს მოქალაქეები - რატომ არ დგას საოკუპაციო ზოლთან ქართული პოლიცია?

07.11.23 20:17
 ოკუპანტების პირისპირ მიტოვებული საქართველოს მოქალაქეები - რატომ არ დგას საოკუპაციო ზოლთან ქართული პოლიცია?

რუსი ოკუპანტების პირისპირ მიტოვებული საქართველოს მოქალაქეები - რატომ არ დგას საოკუპაციო ზოლთან ქართული პოლიცია. უკვე წლებია, ქართველი სამართალდამცველები უშუალოდ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას აღარ აკონტროლებენ.  საგუშაგოები სოფლების შესასვლელებშია გადატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა  სრულიად დაუცველია. ოკუპანტები  თავისუფლად დათარეშობენ  საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, იტაცებენ და კლავენ ჩვენს თანამოქალაქეებს და  მათ პასუხსაც არავინ სთხოვს. 

საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა შველას ითხოვს. თამაზ გინტურის სასტიკი მკვლელობის შემდეგ ადგილობრივები პანიკამ მოიცვა. გარეთ გასვლა უკვე სიცოცხლისთვის საშიშია. საძოვარი, ტყე, სალოცავი - სოფლის მიმდებარე ტერიტორია სრულად ოკუპანტების კონტროლის ქვეშ არის და  მათ სიცოცხლეს საშიშროება ყოველდღიურად ემუქრება.  

ხალხი უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს, რადგან სოფელში  რომელიც საოკუპაციო ხაზთან ყველაზე ახლოს მდებარეობს  უახლოესი პოლიციის განყოფილება 6 კილომეტრშია.

გაუქმებული საგუშაგოები საოკუპაციო ხაზთან - ანა მდივანი სპეციალური რეპორტაჟით

მსგავსი სიახლეები