"ლიბერთი ბანკი" სკანდალში ეხვევა - როგორ იქცა საქართველო რუსი ოლიგარქების სანქცირებული ფულის სამალავად

07.11.23 20:21
"ლიბერთი ბანკი" სკანდალში ეხვევა - როგორ იქცა საქართველო რუსი ოლიგარქების სანქცირებული ფულის სამალავად

 

 

როგორ იქცა საქართველო რუსი ოლიგარქების სანქცირებული ფულის სამალავად. "ლიბერთი ბანკი" ახალ სკანდალში ეხვევა. რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოლიგარქი და პუტინის ახლო მეგობარი ქართულ ბანკს უჩივის. ირკვევა, რომ ალიშერ უსმანოვის მილიონები ლიბერთი ბანკში ინახება. რაში სჭირდებოდა რუსი ოლიგარქების ნათლიმამას  ქართულ ანგარიშებზე მილიონების განთავსება და როდის გადმოიტანა ფული საქართველოში - ამ კითხვებზე პასუხი ახლა ქართულმა ბანკმა უნდა გასცეს.

ეხმარებოდა თუ არა "ლიბერთი ბანკი" უსმანოვს სანქციების გვერდის ავლაში. უკრაინასთან ომის დაწყებიდან ერთ კვირაში ოლიგარქი ამერიკული სანქციების ქვეშ მოხვდა. მოგვიანებით კი, მისი კომპანიებიც შავ სიაში აღმოჩნდა. თუმცა "ლიბერთი ბანკმა" უკრაინასთან ომის მთავარ სპონსორს ანგარიშებთან წვდომა მხოლოდ 7 თვის წინ შეუზღუდა, ანუ მთელი ერთი წლის განმავლობაში მას საქართველოში საბრუნავი ფული ჰქონდა. ახლა უსმანოვი ქართულ ბანკს უჩივის და მილიონების დაბრუნებას ითხოვს.

ალიშერ უსმანოვი ლიბერთის წინააღმდეგ- ინა ცარციძის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები