რვა ნოემბერი რვა საათი - პრეზიდენტი დიდ შეკრებას აანონსებს, ვინ მივა დაანონსებულ შეკრებაზე?
რვა ნოემბერი რვა საათი - საქართველოს პრეზიდენტი დიდ შეკრებას აანონსებს. მთავარსარდალი, რომელსაც "ოცნებამ" ვიზიტები აუკრძალა, ქვეყნის შიგნით მოქმედებაზე ხალხთან ერთად გადადის. რუსეთის აგრესიაზე ერთადერთი პასუხი არის მშვიდობა ევროპაში - თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტის ინიციატივით დიდი შეკრების შემდეგ შეგროვდება ხელმოწერები და გაიგზავნება ევროკავშირში. ეს იქნება გზავნილი პარტნიორებისთვის, რომ ქართველი ხალხი ირჩევს ევროპას.
ახალი კამპანია პრეზიდენტისგან. დაიწყო თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების მიღმა დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში? დაანონსებულმა შეკრებამ "ოცნება" წყობიდან ისევ გამოიყვანა და რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმების სერია განახლებული ძალებით დაიწყეს. ვინ მივა პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ შეკრებაზე? ოპოზიციის ნაწილმა უკვე დადასტურებით იცის, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ დროს ხალხთან და ქვეყნის მთავარსარდალთან ერთად იდგება.
პრეზიდენტი მოქმედებაზე გადადის - რუსუდან ჯაბანიშვილის სპეციალური რეპორტაჟი