"უნდა შეწყდეს უფლებადამცველებზე ლაფის სროლა და მათი სტიგმატიზაცია" - უმძიმესი ვერდიქტი "ქართულ ოცნებას"

07.11.23 20:30
"უნდა შეწყდეს უფლებადამცველებზე ლაფის სროლა და მათი სტიგმატიზაცია" - უმძიმესი ვერდიქტი "ქართულ ოცნებას"

 

 

უმძიმესი ვერდიქტი "ქართულ ოცნებას" - ასეთი დასკვნა გაეროს ჯერ არ მოუმზადებია. უფლებადამცველების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ხელისუფლების მიერ ორგანიზებული თავდასხმები მესამე სექტორსა და მედიაზე გაეროს ახალ ანგარიშში მოხვდება.

"უნდა შეწყდეს უფლებადამცველებზე ლაფის სროლა და მათი სტიგმატიზაცია" - ამბობს გაეროს სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც დასკვნა ათდღიანი შეხვედრების შემდეგ მოამზადა.  ლორელი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში მესამე სექტორისა და მედიისთვის უსაფრთხო გარემო არ არის. 

"ქვეყანა, რომელიც ერთ დროს უფლებადამცველების სამოთხე იყო, დღეს ურთულეს გზაჯვარედინზე დგას" -  ლორელი ახსენებს ხელისუფლებას, რომ დემოკრატია სწორედ უფლებადამცველებზე დგას.

ანგარიშში მოხვდა სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერებიც, რომლითაც ხელისუფლება რევოლუციური სცენარის მზადებას აანონსებდა. "არანაირი მტკიცებულება და მესამე სექტორის  კრიმინალიზების მცდელობა" - ასეთია გაეროს წარმომადგენლის შეფასება.

გაეროს მძიმე ანგარიში - ლიკა ჯანყარაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები