დაბრუნების გეგმა - მამუკა ხაზარაძემ საქართველოში ცვლილებები ქართულ ემიგრანტებთან შეხვედრაზე დააანონსა
ემიგრანტები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ, ახალმა თაობამ კი რომელმაც დასავლეთში მიიღო განათლება, ქვეყნის მართვის სადავეები უნდა გადაიბაროს - ეს იყო მამუკა ხაზარაძის მთავარი სათქმელი ამერიკაში მცხოვრებ ქართველებთან. "ლელოს" ლიდერი ოფიციალურ შეხვედრებამდე ემიგრანტებს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ესაუბრება და უხსნის, რა როლი აქვს თითოეულ მათგანს ქვეყნის ცხოვრებაში, მათ შორის 2024 ის გადამწყვეტ არჩევნებზე.
ამის შემდეგ კი იყო შეხვედრა NDI-ის წარმომადგენლობასთან. მამუკა ხაზარაძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელებს პირდაპირ უთხრა, რომ არჩევნებს, რომელმაც ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს, შტატებიდან რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი უნდა ჰყავდეს.
ხვალ ლელოს ლიდერი შეხვედრებს სენატში დაიწყებს.