ხელვაჩაურში ავარია მსხვერპლით დასრულდა

07.11.23 20:10
ხელვაჩაურში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ავარია ხელვაჩაურში - ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელევიზია TV25 ავრცელებს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი გარდაცვლილი დახვდა. 

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

 

მსგავსი სიახლეები