რუსი ოკუპანტები მკვლელობას გააგრძელებენ, ვიდრე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება - ლანდსბერგისი

07.11.23 21:09
რუსი ოკუპანტები მკვლელობას გააგრძელებენ, ვიდრე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება - ლანდსბერგისი

"რუსი ოკუპანტები მკვლელობას გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის, ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

მის განცხადებას ლიეტუვის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

მკაცრად ვგმობთ ცხინვალის რეგიონში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორის გატაცებას. რუსი ოკუპანტები მკვლელობას გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის, ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

მსგავსი სიახლეები