დაზუსტებით იცოდნენ, რომ იყო თამაზ გინტური, ომის მონაწილე და განახორციელეს ეგზეკუცია - ქაცარავა

07.11.23 21:24
დაზუსტებით იცოდნენ, რომ იყო თამაზ გინტური, ომის მონაწილე და განახორციელეს ეგზეკუცია - ქაცარავა

თამაზ გინტური არის სასტიკად დახვრეტილი. ეს იყო მიზანმიმართული ეგზეკუცია, დახვრეტა," - ეს განცხადება დავით ქაცარავამ კირბალში განვითარებული სასტიკი მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

ქაცარავა, რომელიც მოკლულ გინტურთან მეგობრობდა, დარწმუნებულია, რომ ის სწორედ იმიტომ მოკლეს, რომ აგვისტოს ომის მონაწილე იყო. 

თამაზ გინტური არის სასტიკად დახვრეტილი. ეს არ იყო გადაცდომა, ეს არ იყო ადამიანის, რომელიც ცდილობს გაქცევას იმის შეჩერება, ეს იყო მიზანმიმართული ეგზეკუცია, დახვრეტა.
ვიცით, რომ მინიმუმ 9 ოკუპანტი იყო ჩასაფრებაში, თავისუფლად შეეძლოთ დაეკავებინათ და გაეტაცებინათ გინტური დოთიაშვილთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ დაზუსტებით იცოდნენ იყო თამაზ გინტური, ომის მონაწილე, სპეცრაზმის ყოფილი წევრი და მათ განახორციელეს ეგზეკუცია. მოკლეს თამაზ გინტური და დეტალებს არსებითი მნიშვნელობა არ ექნება.
ვერ შევცვლით ამ უდიდეს დანაკარგს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ რაც ხდება არის იმ კოლაბორაციონისტული, მაამებლური პოლიტიკის შედეგი, როგორც მიჰყავს ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას,“ - ამბობს დავით ქაცარავა.

 

მსგავსი სიახლეები