სენატმა დაბლოკა კანონპროექტი ისრაელის დახმარების შესახებ, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებდა

08.11.23 10:05
სენატმა დაბლოკა კანონპროექტი ისრაელის დახმარების შესახებ, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებდა

აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც ისრაელის დასახმარებლად 14.3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარებას არ მოიცავდა. ეს კანონპროექტი  გასულ კვირას დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ.

იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს სენატი დაამტკიცებდა, ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წარედგინებოდა, მაგრამ თეთრმა სახლმა წინასწარ განაცხადა, რომ ბაიდენი ვეტოს დაადებდა და უარს იტყოდა დოკუმენტის ხელმოწერაზე, მაშინაც კი, თუ მას კონგრესის ორივე პალატა დაამტკიცებდა და პრეზიდენტის მაგიდაზე აღმოჩნდებოდა.

მსგავსი სიახლეები