ის, რომ "ოცნება" რუსულ პოლიტიკას ემსახურება, ვაშინგტონ ჩვენზე კარგად იციან - მამუკა ხაზარაძე

08.11.23 11:09
ის, რომ "ოცნება" რუსულ პოლიტიკას ემსახურება, ვაშინგტონ ჩვენზე კარგად იციან - მამუკა ხაზარაძე

მოვლენათა ეპიცენტრი ვაშინგტონია - "ლელოს" ლიდერები შეხვედრებს კონგრესმენებთან მართავენ.

ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, რუსული ოკუპაცია, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობა  და გადამწყვეტი არჩევნები პარტია ლელოს ოფიციალური ვიზიტი შტატებში ამ თემებზე საუბრით გრძელდება. 

მამუკა ხაზარაძემ და გრიგოლ გეგელიამ შეხვედრები კონგრესში  უკვე დაიწყეს, აუდიენცია გამართეს წარმომადგენელთა პალატის წევრებთანა და დემოკრატიის პარტნიორობის აღმასრულებელ დირექტორთან.

მამუკა ხაზარაძემ და გრიგოლ გეგელიამ მაღალი რანგის შეხვედრაზე იმ საფრთხეებზეც ისაუბრეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია ქმნის. აუდიენციაზე ყურადღება გამახვილდა მარშლის გეგმაზე, თუ როგორ ხედავს "ლელო" იმ პრობლემებიდან გამოსავალს, რომელიც ქვეყანაშია - როგორ უნდა შეიცვალოს  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. 

მამუკა ხაზარაძემ კონგრესმენებთან ანაკლიის პროექტზეც ისაუბრა, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ რამდენიმე წელია გააჩერა. 

ძალიან ინფორმირებულები არიან, როგორც დავაანონსე, მე არ დამიწყია იმაზე საუბარი, თუ როგორი რუსული გავლენით ხდება ქვეყნის მართვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. რა მოხდა ფარცხალაძის ქეისთან მიმართებით, რა მოხდა, რუსულ კანონთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი მათ ჩვენზე კარგად იციან. იციან, რომ "ქართული ოცნება" ემსახურება რუსეთის პოლიტიკას. ნათლად არის ცნობილი, რომ ისინი ამერიკულ ინვესტიციას ექსპოპრიაციას უკეთებენ და იმავე პროექტში ჩინელები და მათ უკან რუსები შეიძლება შემოიყვანონ. 

სტრატეგიულად, საქართველო იყო, არის და დარჩება აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი. ისინი საქართველოს ხელს არ გაუშვებენ. არავის ეგონოს, რომ ყურადღებაა მოდუნებული. ეს არის ძალიან გრძელვადიანი მხარდაჭერა. დაგვპირდნენ, რომ რამდენიმე პროგრამაში ჩაგვრთავენ კიდეც. 

ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა "ქართულმა ოცნებამ"  მეორე პლანზე გადაიყვანა, თუმცა ეს არაფერს ცვლის. აშშ- ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ისინი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებენ"- თქვა ხაზარაძემ. 

ქვეყნის საგარეო პოლიტიკა  და ოკუპაცია იქნება "ლელოს" ლიდერების საუბრის მთავარი თემა სახელმწიფო დეპარტამენტშიც,სადაც ოპოზიციის ლიდერებს რამდენსამე საათში ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები