"ოცნება" პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულია - დავით უსუფაშვილი
"ოცნება" პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულია, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი ხელისუფლებას მორიგ თავდასხმას პრეზიდენტზე. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ 'ოცნებას" თავის ლექსიკაში მხოლოდ სალანძღავი სიტყვებიღა შემორჩა.
თუ კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, როგორაა გაკოტრებული „ქართული ოცნება“ ყველა თვალსაზრისით, პოლიტიკურად და მორალურად. მათი სალაპარაკო ტერმინოლოგიიდან და ლექსიკიდან მათ დარჩათ მხოლოდ შეურაცხყოფა, გინება, ფურთხება, გაშავება ანუ არ დარჩათ არაფერი სალაპარაკო პოზიტიური, - ამბობს უსუფაშვილი.
"ქართულმა ოცნებამ" კი პრეზიდენტზე თავდასხმის ახლი ამორალური კამპანია დაიწყო. ჯერ ზურაბიშვილი დაადანაშაულეს, რომ მას ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა გაუხარდა, მერე კი პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შეკრება გააკრიტიკეს. პრეზიდენტის იდეა, რომელიც ევროპული მომავლისთვის ხელმოწერების შეგროვებას ეხება, "ოცნება" ისე გააღიზიანა, რომ მას "უმსგავსო" უწოდეს და თქვეს, რომ ზურაბიშვილის უმსგავსობა ყოველ ჯერზე ახლა რეკორდებს ხსნის.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს 8 ოქტომბერს 8 საათზე დიდი შეკრება დააანონსა. პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში ელოდება პოლიტიკოსებს და რიგით მოქალაქეებს, რათა მათთან ერთად შეხვდეს იმ ისტორიულ მოვლენას, როდესაც ევროკავშირი საქართველოს შესახებ პირველ შუალედურ დასკვნას დადებს.