ტყვეობის მესამე დღე - ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის ბედი ისევ გაურკვეველია
ტყვეობის მესამე დღე - ოკუპანტების მიერ გატაცებული 33 წლის ლევან დოთიაშვილის ბედი ისევ გაურკვეველია. საქართველოს მოქალაქე და თამაზ გინტურის ჯგუფური მკვლელობის ოქროს მოწმე ახლაც ცხინვალის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეშია დატყვევებული. ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ უცნობია.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ დოთიაშვილის ოკუპანტებმა ტელეფონი წაართვეს. ამ ფაქტს საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული კადრები ადასტურებს. საუბარია, ვიდეო-მასალაზე, სადაც თამაზ გინტურის სიცოცხლის ბოლო წუთებია ასახული.
"დაიჭირეს და წაიყვანეს, სხვა რა. ერთი მოკლეს, მეორე წაიყვანეს. სხვა რა გავიგეთ. ერთმა მითხრეს, წითელი ის ეცვა (ზედა) და წაიყვანესო, დანარჩენი არაფერი. ერთი მაგით ვარ დარწმუნებული რომ ცოცხალი არის, რომ თავისი ფეხით წაჰყვა. დანარჩენი არაფერი არ ვიცი"- აცხადებს დოთაშვილის მამა.
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი დააკავეს.