ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თბილისშია

12.03.21 11:56
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თბილისშია

შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი თბილისში გამთენიისას ჩამოვიდა. კრისტიან დანიელსონმა ოპოზიცისაა და ხელისუფლებას შორის  მოლაპარაკებებში მედიატორის როლი უნდა შეასრულოს. კრისტიან დანიელსონი თბილისში 3 დღე დარჩება.

შვედმა დიპლომატმა აეროპორტში მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ შეხვედრებს პოლიტიკური ოპონენეტების გარდა პრემიერთან, პრეზიდენტთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართავს.

მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი. ველოდები ძალიან დატვირთულ სამუშაო გრაფიკს პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებთან სამი დღის განმავლობაში. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, მოგვიანებით გავესაუბრები მედიას, - განაცხადა დანიელსონმა.