გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკომისია ქართველი ხალხის ნებას დაინახავს - ალექსანდრე კრევო-ასათიანი
ისტორიულ ვერდიქტამდე რამდენიმე საათით ადრე ენმ-ს წევრი კრევო ასათიანი ამბობს, რომ ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ოპოზიციის წევრის თქმით, ანტიდასავლური ხელისუფლების მიუხედავად, ევროკომისია ქართველი ხალხის ნებას დაინახავს.
ალექსანდრე კრევო - ასათაინი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" უკვე წარსული ხელისუფლებაა, ქართველი ხალხის მომავალი კი ევროინტეგრაციაა.
დღეს ძალიან მნიშვნელოვან დასკვნას ველოდებით, ალბათ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზის ისტორიის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა იქნება. უკვე წლინახევრის წინ ეს შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა, სამწუხაროდ, ისეთი ხელისუფლება გვყავს საქართველოში, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა ვერ გამოიყენა, ახლა მეორე შანსი არის. კარგად ვნახეთ, რომ ამ დროის განმავლობაში არანაირი მექანიზმები ხელისუფლებამ არ გამოიყენა, თუმცა მაინც დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკომისია დაინახავს ქართველი ხალხის სურვილს, რომ იყოს ევროკავშირის წევრი.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გავაკეთეთ ამ წელიწად ნახევრის მანძილზე, რომ გვეჩვენებინა ჩვენი პარტნიორებისათვის, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. კი, შეიძლება რომ ხელისუფლება იყოს ანტიდასავლური, მაგრამ ეს ხელისუფლება უკვე წარსულის ხელისუფლებაა, მხოლოდ ათი თვე დარჩათ და ამიტომ უნდა ვიფიქროთ ყველამ მომავალზე და ეს მომავალი იქნება ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაცია, - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა