ენმ-ს გენერალური მდივნის მოადგილე და ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ბრიუსელში იმყოფებიან
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი და ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ივერი ბალახაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან. მათ შეხვედრები გამართეს ევროპარლამენტარებთან, ევროკომისიის მოხელეებთან და ბრიუსელში ბაზირებული ევროპული ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებთან. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციის გზას და ამ გზაზე არსებულ დაბრკოლებებს, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და მომავალ არჩევნებში ევროპული სადამკვირვებლო გრძელვადიანი მისიების მნიშვნელობას.“