გადამწყვეტ არჩევნებზე საქართველოში დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა - "ლელოს" ლიდერები აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობენ

08.11.23 14:21
გადამწყვეტ არჩევნებზე საქართველოში დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა - "ლელოს" ლიდერები აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობენ

გადაწყვეტილება მიღებულია - 2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებზე საქართველოში დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.

ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტში პარტია "ლელოს" ლიდერებს დაუდასტურეს.  მამუკა ხაზარაძეს და გრიგოლ გეგელიას სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრისას პირდაპირ უთხრეს, რომ  მოახლოებულ არჩევნებს შტაბი გამდიდებელი შუშით აკვირდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის დატოვების შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ "პირველებს" უთხრა, რომ 

სახელმწიფო დეპარტამენტში ძალიან ხანგრძლივი შეხვედრა გვაქონდა. დეტალურად მიმოვიხილეთ ის მდგომარეობა, რაშიც დღეს საქართველო იმყოფება. გავიარეთ რუსული გავლენების თემა, ვისაუბრეთ მომავალ არჩევნებზე. დაგვპირდნენ, რომ ძალიან დიდი ხნით ადრე, იქნებიან ჩამოსულები საერთაშორისო დამკვირვებლები, ეს არ იქნება 2-3 თვით ადრე, არამედ შეიძლება ეს პროცესი უკვე ძალიან მალე დაიწყოს. არჩევნების დროსაც მათი მხრიდან დაკვირვება იქნება ძალიან სერიოზული. რაც ყველაზე მთავარია, დაინტერესდნენ რას ვაპირებთ კონკრეტულად არჩევნების მერე. 

ისევ დავუბრუნდეთ ჩვენ გეგმას, ჩვენ, "ლელო" იმისთვის ვართ მოწოდებული, რომ ყველა პროქართული, პროდასავლური ძალა გავაერთიანოთ და ქვეყანა უახლოეს 4 წელიწარში, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ სწრაფი განვითარების გზაზე დავაყენოთ. ეს იქნება ღია ეკონომიკა, ინვესტიციები უცხოეთიდან, ემიგრაციის ჩართულობა, ქვეყნის გადაქცევა სერიოზულ ჰაბად, როგორც ფინანსური, ასევე სატრანსპორტო. ანაკლიიის დამთავრება, ანაკლიიის ქალაქის მშენებლობის დაწყება და ა.შ."- თქვა ხაზარაძემ. 

პარტია "ლელოს" ლიდერები ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ კონგრესში გააგრძელებენ.  მამუკა ხაზარაძე ვაშინგტონში კონკრეტული გზავნილებით ჩავიდა. 

"ლელოს" ლიდერები 9 ნოემბერს ემიგრანტებსაც შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები