საქართველოსთვის დადებითი რეკომენდაცია იქნება - თამარ გუგულაშვილი

08.11.23 14:46
საქართველოსთვის  დადებითი რეკომენდაცია იქნება - თამარ გუგულაშვილი

საქართველოსთვის  დადებითი რეკომენდაცია იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საპარლამენტო მრჩეველი „მწვანეთა პარტიიდან“ თამარ გუგულაშვილი "ტვ პირველთან" საუბრობს. მისი თქმით, ამ ინფორმაციას ყველა ევროკომისარი ადასტურებს. 

რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, ისინი მოლაპარაკებების ახალ ეტაპზე გადავლენ. 


როდესაც დღეს დილით ადრიანად შეიკრიბნენ 26 ევროკომისრის და ურსულა ვონ დერ ლაიენის კაბინეტები, იქიდან გამოტანილი ინფორმაციის საშუალებით უკვე დადასტურებული იქნა, რომ საქართველოსთვის დადებითი რეკომენდაცია იქნება ამ ტექსტში და ეს არის დადასტურებული ყველა კომისრისგან და ამავე დროს უკვე არის უკრაინისა და მოლდოვისთვის უკვე შემდეგ ეტაპზე გადასვლის ჩანაწერი. ანუ ისინი უკვე მოლაპარაკებების გახსნაზე რეკომენდაციას იღებენ დადებითს და ერთი, უბრალოდ რომ ავხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ერთ წელიწადში ამ ორმა ქვეყანამ გააკეთა, ეს არის, რომ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში კანდიდატის სტატუსი ჰქონდა ბალკანეთის ბევრ ქვეყანას და მაგალითად, ბოსნია ჰერცოგოვინას, რომელიც წლებია ელოდება მოლაპარაკებების დაწყებას, დღეს ეუბნებიან უარს. ესეც გამოვიდა კულუარებიდან, რადგან იგი უკან მიდის დემოკრატიზაციის გზაზე. და უკრაინასა და მოლდოვაში შეიძლება არ არის ყველაფერი 100%-ით შესრულებული დათქმებიდან, მაგრამ მათი გეზი არის რეკომენდაციების შესრულებისკენ, ამიტომ იღებენ ისინი დადებით გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნაზე. ჩვენ ერთი ეტაპით უკან ვართ, - ამბობს გუგულაშვილი. 
 

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში რამდენიმე წუთში გამოქვეყნდება. "პირველების" ინფორმაციით, საქართველოს შესახებ დოკუმენტში 100 გვერდი და 34 თავი  იქნება. რა რეკომენდაციას გასცემს  ევროკომისია  - ეს არის ახლა მთავარი კითხვა თბილისშიც და ბრიუსელშიც.  

მსგავსი სიახლეები