ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - "მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი"
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.
კომისია უწევს რეკომენდაციას რომ მიეცეს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, კანდიდატ ქვეყანას. ასევე, ვაცნობიერებთ, რომ გარკვეული რეფორმებიუნდა იყოს გატარებული"- თქვა მან.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას.
ევროკომისიის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ "ეს უნდა იქნას ყურადსაღები ხელისუფლების მხრიდან".
უნდა დაიწყონ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და რა თქმა უნდა, უნდა ფოკუსირდნენ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც წარსულში გაიცა და ახლა კომისია ნამდვილად ხაზს უსვამს, რომ დადებითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს შემთხვევაში", - თქვა ურსულა ფონ დერ ლაინმა.