უპირველეს ყოვლისა, გულითადად ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას - ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ულოცავს და ამბობს, რომ ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია საქართველოს მოსახლეობის დამსახურებაა.
ქალბატონებო და ბატონებო, გილოცავთ! ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოს, რომ მან კანდიდატის სტატუსი მიიღოს. გულითად ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს, სამოქალაქო საზოგადოებას, თქვენ მედიას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, გულითადად ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას.
ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის, მისი ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა და ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება, იმიტომ, რომ ეს ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. მე არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, ვისი სურვილის არ იქნებოდა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა".- ამბობს ჰერჩინსკი.
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.