ვუსამძიმრებთ საქართველოს, მტკიცედ ვგმობთ ამ საზარელ მკვლელობას - ჰერჩინსკი თამაზ გინტურზე

08.11.23 15:46
 ვუსამძიმრებთ საქართველოს, მტკიცედ ვგმობთ ამ საზარელ მკვლელობას - ჰერჩინსკი თამაზ გინტურზე

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქართველს ერს რუსი საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან აგვისტოს ომის მონაწილეს, თამაზ გინტურის მოკვლას უსამძიმრებს.

ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი საზარელ მკვლელობას მტკიცედ გმობს და რუსეთს უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ნება მიბოძეთ, გულწრფელად მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით რუსი მესაზღვრეების მიერ კირბალში მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახსა და მეგობრებს. ევროკავშირი მტკიცედ გმობს ამ საზარელ მკვლელობას და უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ. რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ, თვითგამოცხადებულ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, უკანონოა - აღნიშნა ჰერჩინსკმა.

მსგავსი სიახლეები