ჯერ კიდევ ჩასატარებელია მნიშვნელოვანი სამუშაო, რეფორმები - ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ამბობს, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში საქართველოს შესახებ წინსვლას აღიარებს, თუმცა მასში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო ჯერ კიდევ ჩასატარებელია.
ელჩის თქმით, ანგარიშში ასევე ხაზგასმულია თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ.
ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესრულებას უკავშირდება. ამ ნაბიჯების შესრულება შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის გადამწყვეტი იქნება. ეს გაფართოების პროცესის დინებაა, მუდმივი რეფორმები, რათა თქვენი ქვეყანა მზად იყოს, რომ როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანმა წევრმა თავისი ადგილი დაიკავოს.
ანგარიში საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას აღიარებს, თუმცა მასში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ჯერ კიდევ ჩასატარებელია მნიშვნელოვანი სამუშაო, ისეთი არსებითი რეფორმების სფეროებში როგორიცაა კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა. ამისთვის საქართველომ პოლიტიკური პოლარიზაციის პუნქტი უნდა შეასრულოს".- განაცხადა ჰერჩნსკიმ.
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.