საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებები მეტად უნდა აისახოს მთავრობის მოქმედებებში - ურსულა ფონ დერ ლაიენi

08.11.23 16:00
საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებები მეტად უნდა აისახოს მთავრობის მოქმედებებში - ურსულა ფონ დერ ლაიენi

საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებები მეტად უნდა აისახოს მთავრობის მოქმედებებში - ასეთია  ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გზავნილი. 

პრეს კონფერენციაზე, სადაც კომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა,ურსულა ფონ დერ ლაიენma თქვა, რომ ევროკომისიაში სრულად უჭერენ მხარს საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობის მისწრაფებას, რომ შეუერთდნენ ევროკავშირს.

ეს მისწრაფებები მეტად უნდა აისახოს ხელისუფლების მოქმედებებში, რომელმაც მეტი უნდა იმუშაოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში მთავრობისგან დამატებითი პროგრესია საჭირო გასულ წელს გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაში"- თქვა ლაიენმა. 

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია 

მსგავსი სიახლეები