კომისიის ისტორიული რეკომენდაცია ქართველი ხალხის დამსახურებაა - კრამონი

08.11.23 16:04
კომისიის ისტორიული რეკომენდაცია ქართველი ხალხის დამსახურებაა - კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს და ამბობს, რომ კომისიის დადებითი რეკომენდაცია ქართველი ხალხის დამსახურებაა.

ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, ვულოცავთ ქართველ ხალხს კომისიის ისტორიულ რეკომენდაციას, მიენიჭოს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ეს მიღწევა  ქართველი ხალხის დამსახურებაა - წერს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი. 

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.  

მსგავსი სიახლეები