უნდა დავეხმაროთ საქართველოს, იპოვოს დამნაშავე - ვარჰეი გინტურზე

08.11.23 16:10
 უნდა დავეხმაროთ საქართველოს, იპოვოს დამნაშავე - ვარჰეი გინტურზე

უნდა დავეხმაროთ საქართველოს, იპოვოს დამნაშავე - ასე გამოეხმაურა ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი კირბალში რუსი ოკუპანტის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას. 

მისი თქმით, მომხდარის შესახებ ისინი ინფორმირებულები არიან: 

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, საგანგაშო ამბავია, რომ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს, მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, უნდა დავეხმაროთ საქართველოს, იპოვოს დამნაშავე. ჩვენ სრულად ვუცხადებთ სოლიდარობას ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას”. – განაცხადა ვარჰეიმ.

მსგავსი სიახლეები