24 საათი ვმუშაობდით რეკომენდაციების შესრულებაზე, მადლობა ჩემს გუნდს - ღარიბაშვილი
"ისტორიული გამარჯვება და აღიარება" - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრო ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია.
პრემიერმა ტრადიციულად, "ქართული ოცნების" "დამსახურებაზე" ისაუბრა და ევროკომისიის გადაწყვეტილებაც მისი მტრობის მიღწევად უკვე შეაფასა.
მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაინს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი. რა თქმა უნდა, ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული, საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან ჩვენ მოგახსენებთ, რომ ძალიან ბევრი, უზარმაზარი სამუშო გავწიეთ, მე მინდა ჩვენ ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა, საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარეს, ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი. ჩვენ მოგეხსენებათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ იტყვიან 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე"- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მეტიც მთავრობის მეთაურის მტკიცებით, ხელისუფლება ყველაფერს ხალხისთვის აკეთებს: "წარმოვადგენთ ხალხის ნებას, ვმოქმედებთ ხალხის სახელით და ხალხისთვის"- თქვა მან.
თუ რაიმეს ვაკეთებთ ჩვენ და თუ რაიმეს აკეთებს საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის, თქვენთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ძალიან უსუსური მცდელობაა, რომ რაიმენაირად დააკნინონ ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღწეული შედეგი და მუშაობა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ბოლო 11 წელია, ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენი ხალხის ნებას, ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის სახელით და ჩვენი ხალხისთვის, თუ რაიმე გაგვიკეთებია და ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის, ასე რომ ჩემი პასუხი მარტივია"- დასძინა მან.
მსგავსი სიახლეები
ქვეყანას არაფორმალური ორგანიზაციების არსებობის ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს - ეს სამოქალაქო დაპირისპირებასთან მიგვიყვანს! - ფავლენიშვილი
მისივე თქმით, „ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული“ უნდა იცავდნენ სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტები და არა არაფორმალური ორგანიზაციები.