აშშ გააგრძელებს საქართველოსთან ახლო მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - საელჩო

08.11.23 16:18
აშშ გააგრძელებს საქართველოსთან ახლო მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აშშ საქართველოსთან ახლო მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გააგრძელებს.

საელჩოს თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.

გილოცავთ ყველა ქართველს! დღევანდელი რეკომენდაცია არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან ახლო მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის, - წერს აშშ-ის საელჩო.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.  

მსგავსი სიახლეები