საბოტაჟის მიუხედავად, ჩვენმა სიმართლემ გაიმარჯვა - ღარიბაშვილი

08.11.23 16:22
საბოტაჟის მიუხედავად, ჩვენმა სიმართლემ გაიმარჯვა - ღარიბაშვილი

"მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა თუ პროვოკაციებისა და არაერთი დესტრუქციული ქმედებისა შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებების, ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა დღეს, ჩვენმა ხალხმა გაიმარჯვა, გაიმარჯვა ჩვენმა სიმართლემ, და კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ დღევანდელ აღიარებას"- ასე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ისინი გასულ წელს "საკმაოდ გულდაწყვეტილი იყვნან, ვინაიდან საქართველომ ვერ მიიღო სტატუსი". 

 ეს იყო ჩვენთვის ერთგვარი დამაბრკოლებელი და გულდასაწყვეტი ფაქტი, თუმცა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ვართ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მივიღეთ დამსახურებულად დღევანდელი დღე, მჯერა, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდება დღევანდელი გადაწყვეტილება, ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, შეიძლება ითქვას, რომ სხვა რეალობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა, ეს არის უდავოდ ძალიან ძლიერი წინგადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე.

მსგავსი სიახლეები