ვფიქრობ, სამიტის დეკლარაციაში ნათლად იქნება წარმოჩენილი, საქართველოს მნიშვნელობა ნატო-ს დღის წესრიგში - დეგნანი
"ვფიქრობ, რომ ნატო-ს დღევანდელი სამიტის შემდეგ ყველა წევრ ქვეყანასთან შეთანხმებულ და გამოქვეყნებულ დეკლარაციაშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ნატო-ს დღის წესრიგში", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ნატო-ს დღევანდელ სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.
დეკლარაციაში აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობა, აღინიშნა, რომ განმეორდეს ბუქარესტის სამიტის მიერ აღებული პასუხისმგებლობა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ასევე, არის ნათელი გზავნილები რუსეთის მიმართ, რომ მნიშვნელოვანია მის მიერ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომ მან უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ასევე, უზრუნველყოს ჰუმანიტარული კორიდორების საჭიროებისამებრ ფუნქციონირება, რათა ბოლო მოეღოს იმ ტრაგიკულ ისტორიებს, რომელებსაც ჩვენ ახლა ხშირად ვისმენთ. ვფიქრობ, ნატო-დან ნათელი გზავნილი იქნება საქართველოს მიმართ განგრძობად მხარდაჭერასთან და ნატო-ში საქართველოს როლთან დაკავშირებით და ასევე, გამოთქმული იქნება მადლიერება ნატო-ს სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუციასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, ნატოს სამიტი ბრიუსელში ამ წუთებში მიმდინარეობს. სამიტი ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ცოტა ხნის წინ გახსნა.