შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოეხდინა ისტორიული ცვლილება - ღარიბაშვილი

08.11.23 16:35
შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოეხდინა ისტორიული ცვლილება - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერის განცხადებით,  ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ვერ მოხდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოეხდინა ისტორიული ცვლილება.

ღარიბაშვილის თქმით, გაგრძელდება კოორდინაცია ევროპელ მეგობრებთან.

"უნდა ითქვას, რომ ეს ვერ მოხდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა რომ არ მოეხდინა ის, მე ვიტყოდი, ისტორიული ცვლილება, გარდამტეხი ცვლილება ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად მის გუნდს, ქართულ ოცნებას, რომელიც ვაგრძელებთ ამ დიდ საქმეს, დიდ ეროვნულ საქმეს. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ, კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ განვაცხადო მთავრობის სახელით და ჩვენი გუნდის სახელით, ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინაციას ჩვენ ევროპელ მეგობრებთან, ეს რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ძალიან წამახალისებელი და მოხარულები ვართ, რომ ევროკომისიამ შეაფასა და მიიღო ერთადერთი სწორი, ღირსეული გადაწყვეტილება, გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილება, რომ გასცა დადებითი რეკომენდაცია სტატუსთან დაკავშირებით, ჩვენი საბოლოო მიზანი ბუნებრივია არის ჩვენი ქვეყნის სრული ინტეგრაცია ევროკავშირში".- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.  

მსგავსი სიახლეები