პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე არაფერი გაუკეთებია - ირაკლი ღარიბაშვილი

08.11.23 16:36
პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე არაფერი გაუკეთებია - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს  ევროინტეგრაციის გზაზე არაფერი გაუკეთებია. 

ღარიბაშვილის სამიზნე დღეს ოპოზიციაც გახდა და ხელისუფლების ოპონენტები, ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად, ერთ კონტექსტში მოიხსენია. 

"თუ ვინმემ ხელშესახები შედეგი მოუტანა ჩვენ ხალხს, ეს არის "ქართული ოცნება" - თქვა მთავრობის მეთაურმა "პირველების" კითხვის საპასუხოდ. 

ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ არც პრეზიდენტთან და არც ოპოზიციასთან დაპირისპირებული არ არის. 

„მე პირადად არ ვარ დაპირისპირებაში არც პრეზიდენტთან, არც ოპოზიციასთან. მე არავითარი საქმე არ მაქვს მათთან. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. გასაგებია ახლა იგივე ქალბატონი პრეზიდენტის მოტივაციაც და ჩვენი ხელმოცარული ოპოზიციის მოტივაციაც. როგორც ჩანს, მათ ბოლო პერიოდის განმავლობაში გაიგეს, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა და პოზიტიური რეკომენდაცია იქნებოდა, რომელიც დღეს დადასტურდა, ამიტომ ეს იყო მათი მხრიდან უსუსური მცდელობა, რომ რაიმენაირად ბოლო კვირებში მაინც ჩართულიყვნენ ამ პროცესში და რაღაცა ქულა მაინც წაეღოთ.

მე მინდა ხაზგასმით და მკაფიოდ განვაცხადო, არც პრეზიდენტს, სამწუხაროდ, არც ოპოზიციას არაფერი გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. არც შარშან, არც შარშან წინ და არც ბოლო 10 წლის განმავლობაში. თუ ვინმემ რაიმე გააკეთა, რაიმე ხელშესახები შედეგი მოუტანა ჩვენს ხალხს, ეს არის „ქართლი ოცნება“.- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები