ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას - მეცოლა

08.11.23 16:38
ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას - მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუტის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

მეცოლას თქმით, უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების გზაზე დგანან.

მოხარული ვარ, რომ უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გზაზე არიან. ევროპარლამენტი მიესალმება რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ბოსნია ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, როგორც კი პირობები დაკმაყოფილდება - აღნიშნა მეცოლამ.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.  

მსგავსი სიახლეები