დღეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილიყო მთავრობაში, ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებდა - პრემიერი

08.11.23 16:43
დღეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილიყო მთავრობაში, ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებდა - პრემიერი

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღეს რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილიყო მთავრობაში, ქვეყანა სტატუსს (ევროკომისიის რეკომენდაციას) ვერ მიიღებდა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ყოფილი ხელისუფლება და განაცხადა, რომ 2008 წლის ომი არ მოხდებოდა, მაშინ "ოცნება" რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში.

არავის ეპარება ეჭვი, რომ დღეს, რომ ნაციონალური მოძრაობა ყოფილიყო მთავრობაში, დღეს აქ იქნებოდა ომი უბედურება, ნგრევა, ეს ქვეყანა ვერ მიიღებდა სტატუსს, ვერც მშვიდობა ვერ იქნებოდა, ვერც ეკონომიკური აღმასვლა და ა.შ 

აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება რომ ყოფილიყო 2008 წელს, ეს ომი არ იქნებოდა და ამდენი ა~ადამიანი არ დაიხოცებოდა და დღეს არ გვექნებოდა 20% ოკუპირებული რუსების მიერ.

ხმის ამოღების უფლება არ აქვთ ამ ადამიანებს, მიატოვეს კოდორის ხეობა, ჩახოცეს და ბრძოლის ველზე დატოვეს ჩვენი გმირი ჯარისკაცები ".- განაცხადა პრემიერმა. 

მსგავსი სიახლეები