სააკაშვილის ფუნდამენტური რეფორმების გარეშე, ეს შეუძლებელი იქნებოდა - ფოტიგა

08.11.23 16:44
სააკაშვილის ფუნდამენტური რეფორმების გარეშე, ეს შეუძლებელი იქნებოდა - ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჯერ კიდევ 2009 წელს მოლაპარაკებებით დაიწყო.

ფოტიგას თქმით, ეს პროცესი ფუნდამენტური რეფორმების გარეშე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს გაატარა, შეუძლებელი იქნებოდა.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2009 წელს დაიწყო წინასწარი მოლაპარაკებებით, რამაც გამოიწვია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება. ეს შეუძლებელი იქნებოდა იმ ფუნდამენტური რეფორმების გარეშე, რომელიც საქართველომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაატარა. სწორედ მიხეილ სააკაშვილმა გახადა ევროპის დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლიზმის ნაწილად - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.  

მსგავსი სიახლეები