გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ რეკომენდაციების გადაქცევას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებად - ნაუსედა
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ მსოფლიოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, უფრო ძლიერი ევროპა ააშენოს.
მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციებს უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ რეკომენდაციების გადაქცევას დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებად. ჩვენ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, ავაშენოთ უფრო ძლიერი ევროპა - წერს ნაუსედა.
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.
მსგავსი სიახლეები
ქვეყანას არაფორმალური ორგანიზაციების არსებობის ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს - ეს სამოქალაქო დაპირისპირებასთან მიგვიყვანს! - ფავლენიშვილი
მისივე თქმით, „ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული“ უნდა იცავდნენ სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტები და არა არაფორმალური ორგანიზაციები.