ებრძოლეთ დეზინფორმაციას - ჰერჩინსკი
ებრძოლეთ დეზინფორმაციას და ინფორმაციის მანიპულირებას საზღვარგარეთიდან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირს და ევროპულ ღირებულებებს - ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც უნდა გადაიდგას, დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია.
ანგარიშში ხაზგასმულია თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა. ამისთვის საქართველომ პოლიტიკური პოლარიზაციის პუნქტი უნდა შეასრულოს.
ებრძოლეთ დეზინფორმაციას და ინფორმაციის მანიპულირებას საზღვარგარეთიდან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირს და ევროპულ ღირებულებებს. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი. ეს არ არის მარტივი რამ და სავარაუდოდ, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ შეაჩეროთ ეს ნამდვილად მანკიერი დეზინფორმაციის წრე ხუთ კვირაში, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ვიბრძოლოთ, ჩვენ უნდა დავდგეთ სიმართლის მხარეს. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენ, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებს, გვსურს, მოგახსენოთ, რომ ევროკავშირის კარი არის ღია. დღეს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა წევრი ქვეყნების მისამართით, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთი მიზნისკენ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.
მსგავსი სიახლეები
ქვეყანას არაფორმალური ორგანიზაციების არსებობის ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს - ეს სამოქალაქო დაპირისპირებასთან მიგვიყვანს! - ფავლენიშვილი
მისივე თქმით, „ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული“ უნდა იცავდნენ სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტები და არა არაფორმალური ორგანიზაციები.