საქართველოში არჩევნების წინა პროცესსაც დავაკვირდებით და კენჭისყრასაც - ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ აუცილებელია, საქართველოში 2024 წლის არჩევნებს თავისუფალ გარემოში ჩატარდეს.
ჰერჩინსკის თქმით, ევროკომისია კენჭისყრასაც დააკვირდება და არჩევნების წინა პროცესსაც.
მისივე განცხადებით, არჩევნების პროცესში ძალადობის ელემენტები დემოკრატიული ქვეყნისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ამ პრიორიტეტების შესრულება ისევ პროცესშია და ამ დრომდე მიმდინარეობს. დანარჩენი კი ახალია, მაგალითად თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს დემოკრატიის მთავარი ინდიკატორია. რა თქმა უნდა, ჩვენ კენჭისყრასაც დავაკვირდებით და მის წინა პროცესსაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების პროცესში არ იყოს ძალადობის ელემენტები. ეს დემოკრატიულ ქვეყანაში კატეგორიულად მიუღებელია". - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მსგავსი სიახლეები
ქვეყანას არაფორმალური ორგანიზაციების არსებობის ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს - ეს სამოქალაქო დაპირისპირებასთან მიგვიყვანს! - ფავლენიშვილი
მისივე თქმით, „ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული“ უნდა იცავდნენ სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტები და არა არაფორმალური ორგანიზაციები.