დღევანდელი დღე "რუსული ოცნების" მარცხია, ახლა მთავარია ოლიგარქის ხელისუფლება გავისტუმროთ - "ლელო"
პარტია "ლელო საქართველოსთვის" ევროკომისიის გაცემულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ევროპელმა მეგობრებმა ევროპული იდეისთვის ქართველი ხალხის ბრძოლა დააფასეს.
"ლელოს" თქმით, დღევანდელი დღე "რუსული ოცნების" მარცხია, თუმცა საბოლოოდ ბრძოლა გამარჯვებულად მაშინ ჩაითვლება, როდესაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ მმართველი ხელისუფლება ძალაუფლებას დაკარგავს.
ვულოცავთ ქართველ ხალს და ვუსამძიმრებთ "ქართულ ოცნებას. ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.
ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა დააფასეს ქართველი ხალხის ბრძოლა ევროპული იდეისთვის. იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო საბოლოოდ დაადასტურებს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
იმისთვის, რომ ზემოაღნიშნული პროცესი ძალიან მალე ევროკავშირში გაწევრიანებით დაგვირგვინდეს, ჩვენ უნდა გავუშვათ "რუსული ოცნება" ხელისუფლებიდან. ეს არის ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ მივაღწიოთ მიზანს.
სწორედ ეს გახლავთ ის შედეგი, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე, განვითარებისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯით დაიმსახურა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ამჟამინდელი პრორუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა ამ პროცესის ჩასაშლელად, ქართველი ხალხისა და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევამ თავისი შედეგი გამოიღო.
"ლელო" ყველაფერს აკეთებდა ევროინტეგრაციის მისაღწევად და გვიხარია, რომ ჩვენც შევიტანეთ საკუთარი წვლილი ამ პროცესში.
ახლა მთავარია გავაგრძელოთ მუშაობა ევროკავშირის მიერ გამოკვეთილ საკითხებზე, შევასრულოთ მოცემული დავალებები, გავისტუმროთ "რუსული ოცნება" ხელისუფლებიდან და შევქმნათ ყველა წინაპირობა, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესის მთავარი მონაწილე გახდეს.
დღევანდელი დღე არის რუსეთის დიდი მარცხი. ეს არის "რუსული ოცნების" მარცხი. ახლა მთავარია გავისტუმროთ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და მოვემზადოთ ევროკავშირის გაფართოებისთვის - აცხადებს "ლელო".
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.
მსგავსი სიახლეები
ქვეყანას არაფორმალური ორგანიზაციების არსებობის ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს - ეს სამოქალაქო დაპირისპირებასთან მიგვიყვანს! - ფავლენიშვილი
მისივე თქმით, „ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული“ უნდა იცავდნენ სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტები და არა არაფორმალური ორგანიზაციები.