ქალბატონმა ურსულამ ოპოზიციას სიცოცხლის შანსი დაუტოვა - მდინარაძე

08.11.23 17:40
ქალბატონმა ურსულამ ოპოზიციას სიცოცხლის შანსი დაუტოვა - მდინარაძე

ქალბატონმა ურსულამ ოპოზიციას დაუტოვა სიცოცხლის შანსი - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა

„ქალბატონმა ურსულამ, აი, ამ ფონზე, ოპოზიციას დაუტოვა სიცოცხლის შანსი სადღაც ქვემოთ, მაგრამ სიცოცხლის შანსი. ეს შეიძლება ძალიან კარგიც იყოს. მე ამასთან დაკავშირებით სხვა შეფასებას არ გავაკეთებ“, - განმარტა მამუკა მდინარაძემ.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია აღიარებს რიგ პოზიტიურ ნაბიჯებს, მაგალითად, ოპოზიციის მონაწილეობას საპარლამენტო მუშაობაში.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები