ვაშინგტონში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

14.06.21 17:22
ვაშინგტონში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალური  ვიზიტი დაიწყო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დელეგაცია ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს დღეიდან იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. დღეს გაიმართება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ატლანტიკურ საბჭოსთან და ჯეიმსთაუნის ფონდთან.

ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი აშშ-ში 12 ივნისს გაემგზავრნენ.